ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი – კარგი და გულწრფელი შეხვედრა გვქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან

სასიამოვნოა, რომ ვიმყოფები საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში – ძალიან კარგი და გულწრფელი შეხვედრა გვქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ქვეყნის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის წევრებთან.

„ძალიან კარგი და გულწრფელი შეხვედრა გვქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ 2024 წლის ანგარიშის შედეგებთან დაკავშირებით. ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო. ის საინტერესო იყო და ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. განვიხილავთ ყველა საკითხს, რაც ამ ქვეყანას აწუხებს და შემდეგ გავმართავთ პრესკონფერენციას, რადგან მინდა, ყველა მოსაზრება და მონაცემი მოვისმინო და ამის შემდეგ ვისაუბრებთ“, – აღნიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!