მედია: გამოკითხვების სერია ირანზე გაკეთებული განცხადებების გამო – რას იკვლევს სუსი? (ვიდეო)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოთხსაათიანი გამოკითხვა დასრულდა. სუსის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, რომელიც უწყებაში ირანთან დაკავშირებულ განცხადებებზე გამოკითხეს.

კაპანაძემ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სუსში მოწმის სტატუსით იყო დაბარებული.

მანამდე გამოკითხვების სერია მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოშიც, სადაც მაგისტრი მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცეს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა და „სოვლაბის“ მკვლევარმა გიორგი კანდელაკმა.

კანდელაკს განმარტება მოსთხოვეს კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკელ მკვლევართან ერთად ჩაატარა და საქართველოში ირანის გავლენების ზრდას ეხება.

თინა ხიდაშელს კი ჰკითხეს, რატომ უწოდა „ტვ პირველის“ ეთერში სანქცირებულ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს „ტერორისტების სკოლა“.