ივან ურგანტის ქართველი ცოლის დრამა: “მამამ 19 წლის ასაკში ბიზნესის გამო გაათხოვა, 10 წლის შემდეგ კი ქმარს შვილებთან ერთად გაექცა”

ტე­ლე­წამ­ყვან ივან ურ­გან­ტის ცხოვ­რე­ბა 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში ორად გა­ი­ყო, რო­დე­საც მისი შოუ “ვერ­ჩერ­ნი ურ­გან­ტი” ეთე­რი­დან გაქ­რა. ამ რთულ პე­რი­ოდ­ში მის გვერ­დით უც­ვლე­ლად რჩე­ბა მე­უღ­ლე, ნა­ტა­ლია კიკ­ნა­ძე. თუმ­ცა, ცო­ტამ თუ იცის, რა გზა გა­ი­ა­რა ნა­ტა­ლი­ამ ურ­გან­ტთან ბედ­ნი­ე­რე­ბის პოვ­ნამ­დე.

იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბა და ოქ­როს გა­ლია

ნა­ტა­ლია კიკ­ნა­ძე ლე­ნინ­გრად­ში ცნო­ბი­ლი იუ­ვე­ლი­რის, ავ­თან­დილ კიკ­ნა­ძის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მამა გავ­ლე­ნი­ა­ნი პირი იყო და შვი­ლის მო­მა­ვა­ლიც წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი. 19 წლის ნა­ტა­ლია მა­მის ბრძა­ნე­ბით ცო­ლად გაჰ­ყვა გავ­ლე­ნი­ა­ნი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის შვილს, თე­ი­მუ­რაზ კუ­ტა­ლი­ას. ეს ქორ­წი­ნე­ბა ორ ოჯახს შო­რის ბიზ­ნეს-კავ­ში­რე­ბის გან­მტკი­ცე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წყვილს ორი შვი­ლი – ნიკო და ერი­კა შე­ე­ძი­ნათ და ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ, ნა­ტა­ლია თავს ბედ­ნი­ე­რად არ გრძნობ­და. მას და მის მე­უღ­ლეს რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დათ ცხოვ­რე­ბა­ზე.

გაქ­ცე­ვა და და­კარ­გუ­ლი შვი­ლი

10-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, ნა­ტა­ლი­ამ გაქ­ცე­ვა გა­და­წყვი­ტა. ამ ნა­ბი­ჯ­მა მა­მა­მი­სის დიდი რის­ხვა გა­მო­იწ­ვია – ავ­თან­დილ კიკ­ნა­ძე შვი­ლის საქ­ცი­ელს არ ამარ­თლებ­და. კონ­ფლიქ­ტის გამო ნა­ტა­ლია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ვაჟი – ნიკო ყო­ფილ ქმარ­თან და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, ქა­ლიშ­ვი­ლი ერი­კა კი მოს­კოვ­ში თან წა­იყ­ვა­ნა.

სკო­ლის მერ­ხი­დან და­წყე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი

ნა­ტა­ლი­ამ და ივან­მა ერ­თმა­ნე­თი სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის ელი­ტა­რულ გიმ­ნა­ზი­ა­ში გა­იც­ნეს, სა­დაც ერთ მერ­ხთან ის­ხდნენ. ამ­ბო­ბენ, რომ ივანს ნა­ტა­ლია სკო­ლის ასა­კი­დან­ვე უყ­ვარ­და და გა­მო­საშ­ვებ სა­ღა­მო­ზე ცო­ლო­ბაც კი სთხო­ვა, თუმ­ცა მა­შინ გო­გო­ნამ ეს ხუმ­რო­ბად მი­ი­ღო.

წლე­ბის შემ­დეგ, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში შემ­თხვე­ვი­თი შეხ­ვედ­რა სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა. მათ მა­ლე­ვე ფა­რუ­ლად იქორ­წი­ნეს. ოჯა­ხის წევ­რებ­მა და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა მათი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ორი წლის შემ­დეგ შე­ი­ტყვეს.

რო­გორ ცხოვ­რო­ბენ დღეს?

დღეს წყვილს ორი სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს – ნინა და ვა­ლე­რია. ივანს ნა­ტა­ლი­ას უფ­როს შვილ­თან, ერი­კას­თა­ნაც ყო­ველ­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და მას სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით ზრდი­და. რაც შე­ე­ხე­ბა ნი­კოს, ის მუ­სი­კო­სი და კლი­პე­ბის პრო­დი­უ­სე­რია და დე­დას­თან და დებ­თან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

ნა­ტა­ლია კიკ­ნა­ძე ამ­ჟა­მად რეს­ტორ­ნე­ბის ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და ცდი­ლობს, ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა პრე­სის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ფა­რუ­ლი ჰქონ­დეს.