ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
პროპაგანდისტული მედია ერთ ხმაში დასცინის გერმანიას, ახლო აღმოსავლეთიდან ჩარტერული რეისების ბილეთებში საკუთარ მოქალაქეებს 500 ევრო გადაახდევინაო, საქოცეთის ხელისუფლებამ კი უფასოდ გამოიყვანაო.
დუბაი და აბუ–დაბი არის საკმაოდ ძვირი მიმართულება და მანდ დასასვენებლად ხელმოკლე ადამიანი არ წავა. მანდ დასვენების განუყოფელი ნაწილია შოფინგი, და შესაბამისი ბიუჯეტი, ანუ ვიღაც სტუდენტი 37 ლარიანი ბილეთით და ჯიბეში 100 ევროთი სადღაც წაბოდიალდა ზურგჩანთით სამოგზაუროდ, იქ ჩარჩა და უნდა დაეხმაროს სახელმწიფო – ეს გამორიცხულია.
სახელმწიფომ რა თქმა უნდა, უნდა დააორგანიზოს დამატებითი ფრენები ფორსმაჟორის დროს, მაგრამ რატომ უნდა აფრინოს უფასოდ საქართველოს უმდიდრესი მოქალაქეები, როცა დამეწყრილ და სახლკარგადამწვარ მოქალაქეებს ას ლარს ახვეწნინებს, ამ კითხვას ვინმე დასვამთ მაგ მედიაბუნკერებში?




