შემზღუდავი კანონი ამოქმედდა – რა გეგმა აქვთ “ოცნების” ოპონენტებს და რას ამბობენ ბრიუსელში

დღეიდან ყველა, ვინც “ქართული ოცნების” ლეგიტიმაციას არ აღიარებს, ახალი კანონის სამიზნე ხდება. ივანიშვილის პარტიამ არაღიარება კრიმინალად გამოაცხადა და სასჯელად რამდენიმე წლიანი პატიმრობა დააკანონა. თუ მოქალაქეები საჯაროდ და სისტემურად აცხადებენ, რომ ივანიშვილის მთავრობა არალეგიტიმურია, თუ ამ მოტივით აქციაზე გადიან ან ამისკენ სხვებსაც მოუწოდებენ – შესაძლოა პროკურატურამ მათი გამოხატვის თავისუფლება ექსტრემიზმად მიიჩნიოს და რამდენიმე წლით ციხეში ჩასვას.

კანონში არ არის არც არაღიარების, არც ექსტრემიზმის, არც პოლიტიკური საქმიანობის არც ცალკეული ტერმინების განმარტება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ფართო გაგება ოცნებას ფართო შესაძლებლობას აძლევს. სამიზნე არის პოლიტიკოსი, რომელსაც არაღიარების და აქციების ორგანიზების გამო ბრალს დაუმორჩილებლობის მუხლით წაუყენებენ. სამიზნეა აქციის ორგანიზატორი ან აქციის მონაწილე, რომელსაც ბრალს არაღიარების მოტივის გამო დაუმძიმებენ და სამიზნეა მესამე სექტორი, თუკი ისინი პროტესტს მხარს დაუჭერენ.

ვინ იქნება ოცნების პირველი სამიზნე – არ არის გამორიცხული ბრალი სალომე ზურაბიშვილს წაუყენონ, რადგან მასზე ივანიშვილის დეპუტატები თავიდანვე საუბრობენ. თავად მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს კანონი ყველა აქამდე მიღებული კანონებისგან განსხვავდება და ყველაზე მძიმეა.

ოცნებას ექსპერტები ახსენებენ, რომ კანონი არა მხოლოდ კონსტიტუციურ პრინციპებს არღვევს არამედ სამართლებრივი აბსურდია.

ოპოზიციური ალიანსი კანონზე დამორჩილებას არ გეგმავს. 9 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება შეთანხმდა, რომ მუშაობას ოცნების არალეგიტიმურად გამოცხადებაზე ისევ ისე გააგრძელებენ როგორც აქამდე.

კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი. მისი თქმით, ამ კანონების მიღება აჩვენებს, რომ “ოცნება” ნამდვილად არ მიდის სწორი გზით.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: თუ ქართული საბალეტო ქორეოგრაფიის სახელთან – ვახტანგ ჭაბუკიანი და ჯორჯ ბალანჩინი ასოცირდებიან, დღეს უკვე 21-ე საუკუნეში, მათ სახელზე ამოსულ ახალ ყლორტად – გიორგი ფოცხიშვილი გვევლინება