უცნობი: ყველაზე უფრო მიხარია ის, რომ ზუსტად დემოკრატიული პრინციპებით ვახრჩობთ ამათ

“მე ყველაზე უფრო რა მომწონს იცი დღევანდელ სიტუაციაში? ხო ასეთი ის არის, რომ თითქოს იძახიან, რომ დიქტატურა და მკვლელები… ეხა წარმოიდგინე, ყველაზე უფრო მიხარია ის, რომ ზუსტად დემოკრატიული პრინციპებით ვახრჩობთ ამათ. კი შეიძლება უფრო მეტი დრო მიდის, მაგრამ ზუსტად მაგით რომ მივდივართ რა. ამათ რომ არ ვუხვევთ და ტელევიზიებს რომ არ ვაყადაღებთ და არ შერბიან და არ კეტავენ, არ აწამებენ ხალხს… წყნარად, ნელ-ნელა ანახებენ ყველაფერს…” | თქვა “ოცნების” პროპაგანდისტმა, უცნობმა გადაცემაში.