მედია: ოკუპირებული აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იპოვეს. ვარდნისას დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა.
⭕ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ინფორმაცია ТАСС-ს დაუდასტურა აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ; დაწყებულია დაზიანებულ ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენითი სამუშაოები.
⭕როგორც ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში განაცხადეს, გავრცელდა ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შესახებ გაგრაში, ახალ ათონსა და გულრიფშშიც, თუმცა მაშველებმა მათი პოვნა ვერ შეძლეს – ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.
⭕ე.წ. საგამოძიებო უწყებამ მოქალაქეებს მოუწოდა, „შეინარჩუნონ სიმშვიდე, ხოლო საფრენი აპარატების ან მათი ნამსხვრევების აღმოჩენის შემთხვევაში, არ მიუახლოვდნენ მათ, არ შეეხონ და დაუყოვნებლივ შეატყობინონ“ შესაბამის სტრუქტურებს.
⭕ინფორმაციის ოფიციალურ დადასტურებამდე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებზეც აფხაზეთის ცაში მფრინავი დრონებია ასახული.
⭕4 მარტის საღამოს, „ფსოუს“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობაც შეჩერდა „დრონების საფრთხის“ გამო.

ასევე დაგაინტერესებთ