მედია: აზერბაიჯანმა ჯარები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და ირანის საზღვარზე განალაგა

აზერბაიჯანმა ჯარები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და ირანის საზღვარზე განალაგა. ამის შესახებ ინფორმაციას OC Media დამოუკიდებელ მედიასაშუალება Qazetch-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

Qazetchi-ს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და შინაგან საქმეთა და საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მაღალი მზადყოფნის რეჟიმში გადავიდნენ

ამასთან, სამხედროებისთვის გაუქმდა შვებულებები, საზღვარზე კი განალაგეს დრონებისა და დაბალ სიმაღლეზე მფრენი სამიზნეების საწინააღმდეგო სისტემები.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)