სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
მაია ბარათაშვილი!
მაია ბარათაშვილმა!
მაია ბარათაშვილს!
თან არ დაგვავიწყდეს, წარბაწევით ამბობს, მეო მასტერკლასებს, მერები მიორგანიზებენო, გეგონება კარგ რამეს ამბობდეს!
ამ კვირაში უკვე მეორედ ჩამოდის სიღნაღის მუნიციპალიტეტში და ახლა უკვე წნორში
უბრალოდ ამიხსენით, რითი არის ეს ქალი სხვა მომღერლებზე უპირატესი, გარდა იმისა, რომ ოცნების კარის მომღერალია?
რითია უპირატესი, რომ ამდენი ფული უჯიბონ, ჯაზ ფესტივალები იმიტო ჩაატარებინონ, რომ მაია ბარათაშვილს ფული მისცენ, მასტერკლასები იმიტომ ჩაატარებინონ, რომ მაია ბარათაშვილს ფული გადაუხადონ!
თან იმ მაია ბარათაშვილს, რომელსაც
სიღნაღში ჯაზ ფესტივალი უკვე ჩაატარებინეს და ათიათასები მისცეს!
ე ბიჭო, სხვასაც უწილადე!
სხვა მომღერალს,
სხვა ჯაზმენს!
სხვა მოცეკვავეს!
აჰ, თან ეს ქალბატონი,
3 სიმღერაში18 000 ლარს იღებს და მასტერკლასებზე ის პენსიონერებს დაასწრებენ, რომლებსაც 400 ლარს უხდიან თვეში და იმ მუსიკის მასწავლებლებს, თვეში 300 ლარად რომ ამუშავებენ და ამ ქალს, ათიათასებს აძლევენ 1-2 საათში და მუსიკის მასწავლებლებს, კაპიკებს!
დიდი ბოდიშის მოხდით, ეს არის ფსკერი!
გამაგებინეთ, ეს რა უბედურებაა?!
გავიგეთ, რომ კარგი ჯაზმენია, მასზე უკეთესებიც გვყავს! თუ ფესტივალს ჩაატარებინებ, მასტერკლასების სერია სხვას ჩაატარებინე, ყველაფერს მაია ბარათაშვილს რატომ აკეთებინებ?!
ყველგან ეს ქალი რატოა?!




