ფაშინიანის ვიზიტზე: ნაკლებ სავარაუდო მეჩვენება, რომ მას ვაშინგტონის გზავნილი ჩაემოეტანა

რა გზავნილით ჩამოვიდა საქართველოში სომხეთის პრემიერ მინისტრი – მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მას ვაშინგტონის გზავნილი ჩამოეტანა, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ სწორედ იმ ინფორმაციების გადასაცემად ჩამოვიდა, თუ რა ხდებოდა ერთმანეთის მიყოლებით გამართულ რამდენიმე შეხვედრაზე, პრეზიდენტ ტრამპთან და სახელმწიფო მდივანთან, სადაც სამხრეთ კავკასიის საკითხები იხილებოდა.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ შეხვედრებზე და ასევე ვიცე პრეზიდენტის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის დროსაც საქართველოზე საუბარი აუცილებლად იქნებოდა და ფაშინიანია სწორედ პირველი წყარო, ვისაც შეუძლია “ოცნებას“ ინფორმაციები მიაწოდოს.

ნაკლებ სავარაუდო მეჩვენება, რომ ფაშინიანს გზავნილი ჩაემოეტანა ვაშინგტონის. ტრამპის ადმინისტრაციას, საქართველოსთვის თუ რამის თქმა უნდა, ეს შუამავლების საშუალებით გააკეთოს, თუმცა, იმაში დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძეს და “ოცნებას“ აქვთ მინიმალური ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდებოდა ერთმანეთის მიყოლებით გამართულ რამდენიმე შეხვედრაზე, პრეზიდენტ ტრამპთან, სახელმწიფო მდივანთან, სადაც სამხრეთ კავკასიის საკითხები იხილებოდა, ისევე როგორც ვიცე პრეზიდენტის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის დროს. ის რომ ფაშინიანი არის პირველ წყარო, რომელსაც შეუძლია მათ სრულად მიაწოდოთ ინფორმაცია საუბრების შესახებ, რომელიც გაიმართა და შეუძლებელია, ამ საუბრების დროს საქართველო არ ყოფილიყო ნახსენები, უბრალოდ საქართველო ვერ გაქრება რუკიდან ასე, როგორც არ უნდა მოინდომოს ივანიშვილმა, თუ ამას ვგულისხმობთ გზავნილში, რა თქმა უნდა კი,- თქვა ხიდაშელმა გადაცემა “რეაქციაში“.