ბესიკ დონაძე: რაჟდენ კუპრაშვილი იყო სრულად დამორჩილებული ხელისუფლებას და ეს ორგანიზაცია იყო ტვირთი ბიუჯეტისთვის

რაჟდენ კუპრაშვილი იყო სრულად დამორჩილებული ხელისუფლებას და ეს ორგანიზაცია იყო ტვირთი ბიუჯეტისთვის, – ამის შესახებ კორუფციის მკვლევარმა ბესიკ დონაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სამსახური იყო შექმნილი იმისთვის, რომ ევროკავშირისთვის დაენახვებინათ, რომ თითქოს, რაღაც ორგანიზაცია შექმნეს, რომელიც კორუფციას ებრძოდა.

“ამ სამსახურის ფუნქციონირებისთვის მხოლოდ მშენებლობებში დაიხარჯა დაახლოებით 25 მილიონი ლარი და ახლა აღმოჩნდა, რომ ის შენობები, რომლებიც აშენდა, ის შენობები, რომლებიც გარემონტდა და შეიძინეს, არის უფუნქციო. ეს ზუსტად ისე უფუნქციოდაა, როგორი უფუნქციოც იყო ეს სამსახური შექმნის დღიდან.

ეს სამსახური იყო შექმნილი იმისთვის, რომ ევროკავშირისთვის დაენახვებინათ, რომ თითქოს, რაღაც ორგანიზაცია შექმნეს, რომელიც კორუფციას უნდა ებრძოლოს, რეალურად, არ ჰქონდა კორუფციასთან ბრძოლის დროს გამოძიების უფლებამოსილება, შესაბამისად, ეს ორგანიზაცია იყო უმოქმედო და უფუნქციო. რაჟდენ კუპრაშვილი იყო სრულად დამორჩილებული ხელისუფლებას და ეს ორგანიზაცია იყო ტვირთი ბიუჯეტისთვის”, – განაცხადა ბესიკ დონაძემ.

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო უქმდება, მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი