რეზა ფეჰლევი: ახლა ძალიან ძლიერი და სტაბილური გარდამავალი პერიოდის დროა. მე ვხელმძღვანელობ ამ პროცესს…

„ახლა ძალიან ძლიერი და სტაბილური გარდამავალი პერიოდის დროა. მე ვხელმძღვანელობ ამ პროცესს… ჩვენ აბსოლუტურად ურყევი გეგმა გვაქვს. მე ამ მიზნის გარშემო გაერთიანებულ ირანელებთან ვთანამშრომლობ. ჩვენ გვყავს ამ პროცესისთვის თავდადებული ადამიანების მრავალფეროვანი კოალიცია, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილს წარმოადგენს, მათ შორის რელიგიურ უმცირესობებსა და ეთნიკურ ჯგუფებს. ყველა მათგანი თანხმდება ამ ეროვნულ პროექტზე… ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ავამუშავებთ და ვაკუუმის შევსებას შევძლებთ… გარდამავალი პერიოდი მაქსიმუმ ორ წელზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს, თუმცა ირანის სტაბილიზაციისთვის გადამწყვეტი პირველი 100 დღე იქნება” – განაცხადა ირანის ბოლო შაჰის შვილმა, რეზა ფეჰლევმა Fox Sunday Morning Futures ინტერვიუში
🔻 28 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ისრაელმა ოპერაციას “ლომის ღრიალი”, -მა კი “ეპიკური რისხვა” უწოდა. სამიზნე ობიექტებზე მიტანილი საჰაერო იერიშების შედეგად ირანის სამხედრო ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი განადგურდა. 28 თებერვალს, გვიან ღამით, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია ოფიციალურად დადასტურდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, აღნიშნული ოპერაციის შედეგად სულ მცირე 15 ირანელი მაღალჩინოსანია მოკლული.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო