შინაგან საქმეთა სამინისტრო 23 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილების შესყიდვას გეგმავს. ირაკლი კობახიძის განკარგულების შემდეგ, გელაძის უწყებამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა.
დაგეგმილია 400 ავტომობილის შეძენა, თითოეულის სავარაუდო ღირებულება 57 000 ლარზე მეტია. ტენდერი უკვე აჩენს კითხვებს, რა მიზნობრიობით და რა საჭიროებისთვის მოხდება აღნიშნული ავტომობილების გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკი ბოლო პერიოდში არაერთხელ განახლდა და დღეს ის მრავალფეროვანი, მაღალბიუჯეტური ავტომობილებით არის დაკომპლექტებული. ექსპერტების შეფასებით, ახალი შესყიდვა არც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს და არც ბიუჯეტური რესურსის რაციონალურ გამოყენებად მიიჩნევა.
ამასთან, 400 ახალი ავტომობილის შეძენა იმ ფონზე იგეგმება, როდესაც „ქართული ოცნება“ ქალაქების განტვირთვის მოტივით ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებს ამკაცრებს.
მთავარ კითხვად კვლავ რჩება — რა დანიშნულება ექნება 400 ახალ ავტომობილს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ბიუჯეტიდან 23 მილიონი ლარი დაუჯდებათ.




