“მხოლოდ ოთხი ცათამბჯენის ასაშენებლად, თბილისში რუსული “გაზპრომის” პარტნიორი ბიზნესმენი 200 მილიონზე მეტს დახარჯავს” (ვიდეო)

ძველ თბილისში,  ისტორიულ ხარფუხთან ახლოს, ოთხი ცათამბჯენის მშენებლობა იწყება. პროკურატურის პირდპაირ, 16 ათას 445 კვადრატულ მეტრ მიწაზე 600-ზე მეტ საცხოვრებელ სახლზე გათვლილ მრავალფუნქციურ  კომპლექსს სანქტ-პეტერბურგელი ბიზნესმენი ააშენებს. თემურ ანჩაბაძე რუსეთში,  ჩრდილო-ევროპული გაზსადენების კომპანიის ხელმძღვანელია, ეს კომპანია რუსეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტის “გაზპრომის” პარტნიორია. მხოლოდ ოთხი ცათამბჯენის ასაშენებლად, თბილისში რუსული “გაზპრომის” პარტნიორი ბიზნესმენი 200 მილიონზე მეტს დახარჯავს.  თემურ ანჩაბაძე რუსეთში, 4 კომპანიის მფლობელია, ბიზნეს წრეებში  მას “გაზპრომის” მსხვილ ბიზნეს პარტნიორად იცნობენ. ანჩაბაძე რუსეთში, ჩრდილო-ევროპული გაზსადენების ლოჯისტიკის კომპანიას ფლობდა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტს, “გაზპრომს” ემსახურებოდა.  ეს კომპანია ანჩაბაძემ რუსეთ უკრაინის ომის შემდეგ 2023 წლის 14 ივლისს გააუქმა. რუსეთში ახლა ოთხი სხვა კომპანიის მფლობელია.