„ფსიქოლოგებს!
მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მინისტრის ბრძანებით 120 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალში არ ფიგურირებს ფსიქოლოგია. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ისპობა შესაძლებელობა რომ საქართველოში მომზადდეს ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მქონე ადამიანი. მინიმალური მოთხოვნა ფსიქოლოგის კვალიფიკაციისათვის არის 5-6 წელი.
ვფიქრობ, მივმართოთ სამინისტროს და ბატონ მინისტრს, რომ მის ბრძანება #20/ნ 20-02-2026 შევიდეს ცვლილება ფსიქოლოგია შეიტანონ 120 კრედიტიან სამაგისტრო ჩამონათვალში.
ეს მიმართვა ეხება ყველას უკლებლივ. გთხოვთ, მოწონებით დაადასტუროთ რამდენი იქნებით მზად რომ მივმართოთ სამინისტროს.
პ.ს. ვწერ და მე თვითონ არ მჯერა, 1918 წელს დაარსებულ პირველ ქართულ თავისუფალ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიაც დაარსდა და ისწავლებოდა, ეს მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში სულ 30-მდე უნივერსიტეტში ხდებოდა ფსიქოლოგიის სწავლება. 108 წლის შემდეგ თხოვნის დაწერა გვჭირდება ხელისუფლებისადმი რომ არ გააუქმონ ფსიქოლოგია როგორც კვალიფიკაცია.
„ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია“ — წერს ფსიქოლოგი, თსუ-ის პროფესორი მარინე ჩიტაშვილი.




