: ორბანის ვეტოს მიუხედავად, EU უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს მიაწვდის

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ვიქტორ ორბანის ვეტოს მიუხედავად, EU უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს მიაწვდის

როგორც ფონ დერ ლაიენმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ანტონიო კოშტასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიწოდების საშუალებას იპოვის, იმის მიუხედავად, რომ ორბანმა ამისთვის ერთ-ერთი პროცედურული ნაბიჯი დაბლოკა.

“სესხი ევროპულ საბჭოში 27 სახელმწიფოს მეთაურის მიერ იქნა შეთანხმებული. მათ პირობა დადეს და ამ პირობის გატეხვა არ შეიძლება. ასე რომ, ამ კრედიტზე გადაწყვეტილებას აღვასრულებთ, ამა თუ იმ გზით. საშუალება მომეცით, ძალიან ცხადად ვთქვა – სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს და მათ გამოვიყენებთ”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”