იენს სტოლტენბერგმა და ლოიდ ოსტინმა უკრაინის მხარდაჭერის გაფართოებისთვის იარაღის წარმოების გაზრდაზე ისაუბრეს

-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ვაშინგტონში შეხვდა, – ინფორმაციას -ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოსტინმა და სტოლტენბერგმა უკრაინის საჭიროებისთვის თავდაცვის წარმოების სწრაფად გაზრდის კრიტიკულ აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„თითოეულმა აღნიშნა თავდაცვის წარმოების სწრაფად გაზრდის კრიტიკული აუცილებლობა უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების, ალიანსის საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მარაგის შევსების და ვილნიუსის სამიტზე მიღებული თავდაცვის გეგმების გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით“, – აღნიშნულია აშშ-ის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
უკრაინასთან დაკავშირებით, მათ ასევე ხაზი გაუსვეს ნატოს ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას და განიხილეს ალიანსის მხარდაჭერა.
ლოიდ ოსტინმა და იენს სტოლტენბერგმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების ვითარების შესახებ, კერძოდ, გამოხატეს აღშფოთება და მწუხარება იორდანიაში ამერიკელი სამხედროების დაღუპვისა და დაშავების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: …და პრემიერის „ფასნამატზე“ ასეთი ჩაციკლულობა — საუკეთესო სიმპტომია იმისა, რომ მის მრჩეველს ან არაფერი ესმის ეკონომიკაში, ან იმ დროს აქვს ეკონომიკა ნასწავლი, როცა უნივერსიტეტში მხოლოდ მარქსიზმ-ლენინიზმს ასწავლიდნენ