ნიკო კვარაცხელიას დედა სულხან თამაზაშვილს მიმართავს (ვიდეო)

თბილისში მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილს [ 2021 წლის 15 სექტემბერს იყო თბილისის პოლიციის მაშინდელი უფროსი] მიმართავს.

იზო ომაძეს აინტერესებს, რატომ დუმდა პოლიციის მაღალჩინოსანი, რომლის წინაშეც შვილმკვდარი დედის თქმით, აღიარეს აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მკვლელობის დეტალები და თქვეს, ვისი დაკვეთით მოკლეს ნიკო კვარაცხელია.

ომაძე თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსისგან ითხოვს პასუხს, “ვინ ან რა გახდა მიზეზი, რომ მან [არაფერი მოიმოქმედა].

ამ ეტაპზე ნაკლებად მაინტერესებს მისი ნაცნობობა ვინმესთან. მე პირადად მას ვეკითხები, რადგან იყო მაღალჩინოსანი და იკავებდა საპასუხისმგებლო თანამდებობას, მან წაიყვანა [წყნეთის პოლიციიდან თბილისის პოლიციაში] ორი მკვლელი, რომლებმაც მის წინაშეც აღიარეს სიტყვა-სიტყვით თუ რატომ, რისთვის, ვისი დაკვეთით მოკლეს ნიკო კვარაცხელია. 5 წლის განმავლობაში რა გახდა, ან ვინ გახდა მიზეზი, [მისი სახელი არსად ჩანდა] , რატომ არ ილაპარაკა ამის შესახებ. 

პროკურატურა, ყოველთვის ამბობდა, რომ კი, საქმის მასალებშიც ფიგურირებდა ეს სახელი და გვარები, ახალგაზრდებზე ვამბობ, [ძმები კაკულიები, ბუსა ჟვანია] მაგრამ ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულებები. ეს მტკიცებულებები თავიდანვე ჰქონდათ, როცა დააკავეს აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე”- აცხადებს ომაძე. 

მისი თქმით, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის მიერ დასახელებული მაღალჩინოსნებიდან [სულხან თამაზაშვილი, კახა მურადაშვილი, კახებერ სირაძ, გელა ქურდაძე] ორს შეხვდა. ისინი კი დედას უმტკიცებდნენ, რომ მკვლელობის დამკვეთებზე მტკიცებულება არ ჰქონდათ.

წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ჩვენებაში, რომელიც საგამოძიებო უწყებას 20 თებერვალს მისცა, დეტალურად ჰყვება, რა ხდებოდა ნიკო კვარცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის [ორივე მათგანს კვარაცხელიას მკვლელობისთვის 17 და 16 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი] დაკავების ღამეს პოლიციის განყოფილებაში.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ყვება, რომ მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების დროს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ და ჭელიძისა და კავილაძის აღიარებითი ჩვენება პირადად მოისმინეს:

  • სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის მაშინდელი უფროსი, ამჟამად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე,
  • კახა მურადაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,
  •  კახებერ სირაძე – თბილისის მკვლელობების მთავარი სამმართველოს უფროსი,
  • გელა ქურდაძე –  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩბენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ რაც სულხან თამაზაშვილმა დაკავებულების აღიარებითი ჩვენება მოისმინა, ის სატელეფონო კავშირზე იყო ვინმე “ანზორიჩთან”, რომელსაც ჩვენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შენიშვნა: თავის მხრივ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი ამტკიცებს, რომ არ იცნობს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც ამჟამად მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით და ქოლ-ცენტრების საქმეზე იძებნება.