საქართველო, რომელსაც ნავთობი არ აქვს, საწვავის ექსპორტის რეკორდებს ხსნის – დღევანდელი მონაცმებით ქვეყნას 3224 პროცენტიანი მატება აქვს. ეს სტატისტიკურ მონაცემებში ნამდვილად გასაოცარ ზრდად გამოიყურება. საქსტატის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ იანვარში 56 მლნ დოლარის საწვავი გავყიდეთ – ჯამში 145 ათასი ტონა.
უეცრად საქართველოდან ექსპორტირბული პროქტების სიაში ნავთობპროდუქტები პირველ ადგილზეა, ქვეყანამ ღვინოზე ბორჯომზე, სპილნეძზე და კაზრეთში მოპოვებულ ოქროზე მეტი ნავთობ პროდუქტები გაყიდა. მალტაში 30 ათასი ტონა გავიდა, კვიპროსში 13 ათასი ტონა. ჩნდება კითხვა, როდის და როგორ ვიქეცით საწვავის მწარმოებლებად, რადგან საქართველოში ნავთობი ან არ მოიპოვება, ან ძალიან მცირე ოდენობით გვაქვს.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყულევის ქარხნის გარეშე არც ნავთობის ექსპორტი ამუშავდებოდა. ბლექ სი პეტროლეუმის ქართულ ბაზარზე გამოჩენამდე, საწვავი თითქმის არსად გაგვქონდა.
მხოლოდ 2026 წლის იანვარში რუსეთიდან დაახლოებით 40 ათასი ტონა ნედლი ნავთობი შემოვიდა, ეკონომისტები ამბობენ, რომ გადამუშავება არ მომხდარა, მოხდა მანიპულაცია, ეტიკეტი შეცვალეს და ასე გავიდა საქართველოდან რუსული ნავთობი ჩვენი სახელით.
ყულევის ტერმინალი ახლა დიდი რისკის ქვეშაა. ევროკავშირის სანქციებბის მე-20 პაკეტში ჩანაწერი ქართულ პორტზე უკვე არსებოობს. მას შემდეგ რაც ნავთობპროდუქტების გაყიდვა დავიწყეთ და თან ევროპულ ქვეყნებშიც, გამადიდებელ იშუშის ქვეშ აღმოვჩნდით. თუ დადასტურდა, რომ საქართველო რუსეთს სანქცირებული ნავთობის გასაღებაში ეხმარება, ეს ქვეყანას ძვირად დაუჯდება.




