შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა განაცხადა.

იონსონის თქმით, შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 21-ე პაკეტი დაამტკიცე, რომლის ღირებულებაც 12.9 მილიარდ შვედურს კრონას (დაახლოებით 1.2 მილიარდი ევრო) შეადგენს.

მინისტრის თქმით, სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინის საჰაერო დაცვის გაძლიერებაზე იქნება ფოკუსირებული.

აღნიშნული თანხიდან შვედეთი დაახლოებით 400 მილიონ ევროს გამოყოფს Tridon Mk2 სისტემების შესაძენად და უკრაინისთვის გადასაცემად. ეს შვედური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებია, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტიანები არიან დრონების ჩამოგდებაში. დამატებით, სტოკჰოლმი კიევს სენსორებს, რობოტებსა და საზენიტო ქვემეხებს გადასცემს.

კიდევ 524 მილიონი ევრო უკრაინული წარმოების შორი მანძილის რაკეტებისა და დრონების წარმოებაზე იქნება გამოყოფილი.

დანარჩენი თანხა – 280 მილიონ ევროზე მეტი – გამოყოფილი იქნება შვედეთის არმიის მარაგებიდან ყუმბარმტყორცნებზე, და ასევე საარტილერიო ჭურვების, სათადარიგო ნაწილებსა და უკრაინელი პერსონალის წვრთნაზე.

“შვედეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, ვინც უკრაინას ყველაზე მეტად ეხმარება, როგორც ხარისხობრივად, ისევე რაოდენობრივად. შვედური [შეიარაღების] სისტემები, რომლებიც უკრაინას გადავეცით, ბრძოლის ველზე ძალიან კარგად მუშაობს” – განაცხადა იონსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?