“ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ თუ გრანტების შესახებ ახალ კანონს ვინმე დაარღვევს, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს, მათ შორის, მისი თქმით, გამონაკლისი არც სალომე ზურაბიშვილი იქნება. საუბარია კანონზე, რომლის მიხედვითაც ციხეში წავა ყველა, ვინც ივანიშვილის გუნდის ლეგიტიმაციას არ აღიარებს.
ზურაბიშვილი იქნება თუ მაჭარაშვილი, თუ დაარღვევს კანონს, ის პასუხს აგებს, რა თქმა უნდა. ეს არის ჩვეულებრივი მოცემულობა, არავინ სარგებლობს ინდულგენციით და არც ყოფილი თუ არსებული თანამდებობით. ამიტომ, კანონში რაც წერია, ის უნდა შესრულდეს და თუ ვინმე დაარღევს კანონს, ის პასუხს აგებს კანონის წინაშე, – ამბობს მაჭარაშვილი.
“ოცნების” დეპუტატი ლადო ბოჟაძე კანონის მიღების საჭიროებას რევოლუციების მცდელობებს უკავშირებს. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბრის მსგავსი მოვლენები ქვეყანაში კიდევ განვითარდეს, რისთვისაც, აღნიშნული კანონის მიღების საჭიროება დადგა.
ჩვენს ქვეყანაში იყო 5 მცდელობა არშემდგარი რევოლუციების და მადლობა ღმერთს და შესაბამის სამსახურებს და ქართველ ხალხს ამისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, შიდა თუ გარე ძალებისთვის ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოსნილა და ის, რაც ჩვენ ვიხილეთ იგივე 4 ოქტომბერს, შეიძლება, განმეორდეს ნებისმიერ დროს, ამიტომ სახელწიფოს უნდა ჰქოდნეს კანონის მიხედვით ძალა და რესურსი თუმცა კიდევ ვიმეორებ, ეს არ ეხება გამოხატვის თავისუფლებას, – ამბობს ლადო ბოჟაძე.
შეგახსენებთ, რომ გრანტების შესახებ კანონებს დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით დაამტკიცებს. დოკუმენტს “ქართული ოცნების” სრული მხარდაჭერა აქვს.




