პროკურატურის ინფორმაციით, ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტი ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავა, ხოლო ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება.

ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

„საქართველოს პროკურატურამ ე.წ. „ქოლცენტრების“ მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ.

ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმავალში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ელისო კილაძე“,- განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ