რუსეთში, ლენინგრადის ოლქის ვსევოლოჟსკის რაიონში, სამხედრო კომენდატურის შენობაში აფეთქება მოხდა. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ტელეარხი 78 ტელეგრამზე წერს, რომ ქალაქ სერტოლოვოში მდებარე კომენდატურის შენობის მეორე და მესამე სართულები ნაწილობრივ ჩამოინგრა. დაღუპულია სამი ადამიანი. 78-ის ცნობით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ სამი ან ოთხი ადამიანი იმყოფებოდეს. ტელეგრამ-არხი 112 წერდა, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ოთხი ადამიანი ყოფილიყო მოყოლილი.
ტელეგრამ არხი Mash-ის ცნობით, აფეთქება დაახლოებით 14:20 საათზე (მოსკოვის დროით) კომენდატურის შენობის მესამე სართულზე მოხდა. მიმდინარეობს ნანგრევებისგან წმენდვის სამუშაოები.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომ თქვა, რომ “ძალოვან სტრუქტურებს დაავალა სამხედროებისთვის დახმარების გაწევა ნანგრევების გაწმენდასა და დაზარალებულების გადარჩენაში შენობის ჩამონგრევის შემდეგ”. მისი ტელეგრამპოსტის მიხედვით, აფეთქება სერტოლოვოში, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო პოლიციის შენობაში მოხდა.




