გივი მიქანაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას ესწრება – ადგილზე პროტესტია

“ქართული ოცნების” განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას ესწრება. ამის შესახებ ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა სოციალურ ქსელში წერს.

უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტები აქციას მართავენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, მათ შეუერთდნენ.

“ქართული ოცნების” განათლების მინისტრი გივი მიქანაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრება და თან ახლავს მოადგილე არახამიაც.

ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები მას გარეთ ელოდებიან და სთხოვენ განათლების დეფორმით შეშფოთებულ სხვა მოქალაქეებს ადგილზე მობილიზებას.

ერთად გავაგონოთ გივი მიქანაძესა და თვითმარქვია რეფორმატორებს ჩვენი ხმა.

გელოდებით ანა პოლიტკოვსკაიას 61 ნომერში,” – წერს ილიაუნის სტუდენტური მძრაობა. 

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)