ანდრეი სიბიგა – მოსკოვს მხოლოდ ზეწოლის ენა ესმის

მოსკოვს მხოლოდ ზეწოლის ენა ესმის, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ მასშტაბურ იერიშებს.

„როგორ უგულებელყოფს სამშვიდობო ძალისხმევას: მასშტაბური დარტყმები დრონებითა და რაკეტებით ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ. მთავარი სამიზნე – ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – წერს სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, ძალის გარეშე დიპლომატიას სერიოზულად არ აღიქვამს.

„სანქციების ახალ პაკეტს, ჩრდილოვანი ფლოტის დაბლოკვას, საზღვაო მომსახურების აკრძალვასა და რუსეთის აგრესიის მონაწილეებისთვის მიმოსვლის აკრძალვას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ჩვენს ერთიანობასა დ სიძლიერეს შეუძლია ამ ომის დასრულება“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.