პრორუსი ბიზნესმენი თვლის, რომ “ოცნება” კრემლის შეთავაზებაზე უნდა დაფიქრდეს (ვიდეო)

მიმდინარეობს თუ არა ფარული მოლაპარაკებები “ოცნებასა” და კრემლს შორის?  – მოსკოვის შემოთავაზების შემდეგ,  რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი  მამუკა ფიფია ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა საუკეთესო წინადადებაა მოსკოვიდან და “ოცნებამ” ეს შანსი უნდა გამოიყენოს.

ფიფია ის ბიზნესმენია, ვინც  ფრენების განახლების შემდეგ მოსკოვიდან რუსული “აზიმუტის”  რეისით თბილისში დემონსტრაციულად ჩამოფრინდა.

დღეს სამწუხაროდ არ არის არანაირი კონტაქტები რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს უფრო გავს ვაჭრობას საჯარო სივრცეში. მინდა მოგახსენოთ, რომ რუსულ მხარეს დღეს უკეთესი შეთავაზება აქვს ქართული მხარისთვის, ვიდრე ეს იყო ზაფხულში. არ არის გარანტია, რომ  ხვალ იქნება უკეთსი, ამიტომ დროა, დავსხდეთ და დავიწყოთ მოლაპარაკებები”- აცხადებს ფიფია. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი კვლავ საუბრობს საქართველოსთან ურთიერთობების „ურთიერთსასარგებლო“ პერსპექტივაზე, თუმცა მისი განცხადებები ისევ იმ ნარატივებს იმეორებს, რომლებსაც მოსკოვი წლებია ავრცელებს – დასავლეთის კურსის დისკრედიტაცია და პასუხისმგებლობის თბილისზე გადატანა.

ТАСС-თან ინტერვიუში გალუზინი ამტკიცებს, რომ რუსეთ-საქართველოს კავშირები „ბუნებრივ ხასიათს“ ატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ