გეკა გელაძე არ პასუხობს კითხვას, რატომ რჩებიან თანამდებობებზე ძალადობაში მხილებული პოლიციელები (ვიდეო)

რატომ რჩებიან თანამდებობებზე ის პოლიციელები, რომლებმაც 16 წლის მოზარდის ძალადობა მინიმუმ ნახეს. კითხვაზე პასუხი შს  მინისტრს, გელა გელაძეს არ აქვს.

მიგრაციის დეპარტამენტის ახალი ოფისის გახსნაზე მისულმა გელაძემ დღეს ვერ თქვა, რატომ არ შეუჩერეს უფლებამოსილება პოლიციელებს,  ვინც 16 წლის არასრულწლოვანზე განხორციელებულ მუქარას და ძალადობას მინიმუმ უყურებდა.

მინისტრი ამბობს მხოლოდ იმას, რომ გამოძიება მიმდინარეობს

ქართული ოცნება არის ძლიერი, ორიენტირებული ქვეყანაში შექმნას უსაფრთხო გარემო და უზრუნველყოს მართლწესრიგი. ძალიან ცუდი ფაქტი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ როგორც კი ამის შესახებ გაიგო, დანაშაული მოხდა თუ არა მოახდინა რეაგირება. საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. დაკავებულია სამმართველოს უფროსის მოადგილე. გამოძიება გრძელდება და თუ ვინმეს აქვს ამ დანაშაულში მონაწილეობა მიღებული, რა თქმა უნდა იქნება შესაბამისი [რეაგირება]. 

ერთ რამეს გირჩევდით, თქვენი პროფესიული მოვალეობა კარგად რომ განახორციელოთ, მე თქვენს ადგილზე მივმართავდი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. გამოვითხოვდი სტატისტიკას, ბოლო 8 თვის განმავლობაში რამდეგ გადაცდომაზე, რამდენ დანაშაულზე აქვს რეაგირება ენერალურ ინსპექციას. 

ამ კადრებში რამდენიმე ადამიანი, როგორც მახსოვს 2 ან 3 ადამიანია. აქიდან 1 დაკავებულია. გამოძიება გრძელდება, გამოკითხულია ყველა და შესაბამისად, მტკიცებულებებიდან გამომდინარე საქართველოს პროკურატურა, მერწმუნეთ, რომ სწორედ იმოქმედებს”- აცხადებს გელაძე. 

შეგახსენებთ, რომ 16 წლის მოზარდა პოლიციელები ძალადობრივ ქმედებაში ამხილა და მომხდარის ვიდეო-აუდიოჩაწერაც მოახერხა. ჩანაწერში ისმის, როგორ ემუქრება ერთ-ერთი პოლიციელი არასრუწლოვანს “თითებით დამტვრევით” და დაკავებით. უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ამ დროისათვის ერთი სამართალდამცველია დაკავებული.

აღნიშნული ფაქტიდან მალევე პოლიციის მხრიდან ძალადობაზე არაერთი მოქალაქე ალაპარაკდა. მათ შორისაა 24 წლის კაციც, რომელიც ამბობს, რომ პოლიციამ ტელეფონის გახსნა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა და დაკავებით დაემუქრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ