ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩინეთს შეუძლია ვლადიმერ პუტინს დაურეკოს და ეს ომი ხვალვე დაასრულოს. ასევე, შეუძლია ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების გაყიდვა შეწყვიტოს“, – განაცხადა უიტაკერმა.
ასევე, მისი თქმით, ჩინეთს შეუძლია რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა შეწყვიტოს.
„როგორც იცით, ამ ომს შესაძლებელს ჩინეთის მხარდაჭერა ხდის“, – აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?