ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერად, „ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს – ხაზარაძე

„ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, “ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს“, – ასე ეხმაურება პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრის გადადგომას.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი კორუფციული გარიგებების გამო, ბრალდებულის სკამზე უნდა იჯდეს და არა პარტიის თავჯდომარის.
„ბიძინამ დაადასტურა, რომ კორუფციის, ნეპოტიზმის და წარუმატებელი მართვის მთავარი ფიგურაა. აქამდეც და ახლაც ის იღებდა ყველა გადაწყვეტილებას. „ოცნებამ“ იცის, რომ მისი დღეები დათვლილია. საზოგადოებას რეალური ცვლელებები სურს. რუსული ინტერესების მსახურებაში მყოფ ხელისუფლებას მალე გაუშვებს ქართველი ხალხი. „ლელო“ ემსახურება საქართველოს. გამარჯვებამდე დარჩა 39 კვირა!“ – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)