მარკ რუტე – ამ ომში არ იმარჯვებს

რუსეთი ამ ომში არ იმარჯვებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
„რუსებმა დეკემბრისა და იანვრის თვეებში 65000 ჯარისკაცი დაკარგეს. ისინი ძალიან მცირე წარმატებებს აღწევენ, იმდენად მცირეს, რომ იგი უმნიშვნელოა“, – განაცხადა რუტემ.
მისი თქმით, მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა უკრაინას ბრძოლის გასაგრძელებლად და საკუთარი ქალაქების დასაცავად შეიარაღება ჰქონდეს.
ასევე, რუტე მომავალ კვირას -ს, რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილ სამმხრივ მოლაპარაკებებსაც გამოეხმაურა.
„პუტინი მომავალ კვირას ჟენევაში მოლაპარაკებებზე ისტორიკოსს [მედინსკი] აგზავნის, სადაც ის უკრაინელებს შვედეთზე ან რაიმეზე ლექციას წაუკითხავს“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ცნობისთვის, -ს, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება. რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს