მეუფე იაკობი: არჩევნების პერიოდია და რაიმე ისეთს ხედავთ?! – პრობლემას ვერ ვხედავ თანამდებობიდან წასვლასა და მოსვლაში

არჩევნების პერიოდია და რაიმე ისეთს ხედავთ?! – პრობლემას ვერ ვხედავ თანამდებობიდან წასვლასა და მოსვლაში, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი, წარმატებული პრემიერი იყო.

“ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება. რთულ პერიოდში იყო, ძალიან კარგად გაართვა თავი. არჩევნების პერიოდია და რაიმე ისეთს ხედავთ?! ადამიანი ხან იქნები თანამდებობაზე, ხან – არა. არ მგონია, {ბიძინა ივანიშვილს} რომ არ მოსწონებოდა ირაკლი ღარიბაშვილი, წარმატებული პრემიერი იყო. კობახიძეც კარგი ადამიანია. ქვეყანა ვითარდება. ჩვენი ვალია განვითარდეთ, პრობლემას ვერ ვხედავ თანამდებობიდან წასვლასა და მოსვლაში. მქონდა თანამდებობა და დავტოვე, ამაში ისეთს ვერაფერს ვხედავ. ადამიანი რამდენი წელი უნდა იყო, ვფიქრობ, ძალიან წარმატებული იყო. სწორად იქცეოდნენ, ვნახოთ, ყველას წარმატებას ვუსურვებ კეთილ საქმეებში”,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)