16 თებერვალს, გამომცემლობა „ინტელექტი“ და „ბიბლუსი“ გეპატიჟებათ ბექა ქურხულის ახალი წიგნის „უკრაინული დღეები 3“-ის წარდგენაზე

16 თებერვალს, 18:30 საათზე გამომცემლობა „ინტელექტი“ და „ბიბლუსი“ გეპატიჟებათ ბექა ქურხულის ახალი წიგნის „უკრაინული დღეები 3“-ის წარდგენაზე.
მიშველაძის #5 (ვაკის პარკის ტერიტორია)
ბექა ქურხულის ტრილოგია რუსეთ-უკრაინის ომის ამბებთან ერთად, კიდევ ერთხელ გვახსენებს რუსული იმპერიალიზმის თითქმის ყველა გამოვლინებას, მეფის დროიდან – პუტინის რუსეთამდე. იმასაც, რომ ამ მრავალსაუკუნოვანი ომის ყოველ ეპიზოდში ქართველი ხალხი მუდამ ჩაგრულს თანაუგრძნობდა, მის გვერდით იბრძოდა – მოძალადისა და აგრესორის წინააღმდეგ.
დასწრება თავისუფალია. გელოდებით.

ბექა ქურხული, მწერალი, სამხედრო რეპორტიორი. ბექა ქურხულის ნოველები პირველად დაიბეჭდა 1991 წელს გაზეთ „მამულში“.ბექა ქურხულის მოთხრობები თარგმნილია — ინგლისურ, იტალიურ, პოლონურ, უკარინულ, ჩეხურ, ლიეტუვურ, სლოვაკურ, თურქულ, ოსურ, ავარიულ (დაღესტანი) ალბანურ, სომხურ და რუსულ ენებზე.

გამომცემლობა „stillo editrice“ (ბარი, იტალია) 2018 წელს იტალიურად თარგმნა და გამოსცა ბექა ქურხულის მოთხრობების კრებული – „ქალაქი თოვლში.“ (მთარგმნელი ნუნუ გელაძე). იმავე 2018 წელს ბექა ქურხული მონაწილეობდა ტორინოს (მაისში) და ბარის (ოქტომბერში) საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებში.

გამომცემლობა „DITURiA“-მა (ალბანეთი) 2021 წელს ალაბნურად თარგმნა და გამოსცა ბექა ქურხულის მოთხრობების კრებული „ქალაქი თოვლში“ (მთარგმნელი ქუიტიმ იემერი)

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: განათლება “უფასო” გახდაო – თქვეს. მშობლებსაც გაუხარდათ (ხბოს სიხარულით). თუმცა ახლა აღმოაჩინეს, რომ მათი საშუალო მოსწრების შვილი (და 98% ასეთია) სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდება, რადგან…