“დეპოში ვართ, გრიშა ბიძია, დეპოშიიი… FIFA – ს პრეზიდენტიც კი აღარ გველაპარაკება” – სანდრო ბრეგაძე

ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
— აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა აზერბაიჯანსა და სასომხეთში დააფიქსირა ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია, რომ ამერიკა იწყებს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს მეზობლებთან – ამის ნიშნად ათეულობით მილიარდი დოლარი ჩაიდება პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკაში
— მანამდე რუსეთის პრეზიდენტი რამდენჯერმე შეხვდა აზერბაიჯანის და სასომხეთის ლიდერებს… სადაა ამ დროს საქართველო დეპოში ვართ გრიშა ბიძია, დეპოშიიი ჩვენები არც ამერიკას ესაუბრებიან და არც რუსეთს, FIFA – ს პრეზიდენტიც კი აღარ გველაპარაკება . დავრჩით ასე თამაშგარე მდგომარეობაში. სად ვართ, რა გვინდა, რა მიზანი გვაქვს კაცისშვილმა არ იცის ერთადერთი ის იციან რომ ბიუჯეტი უნდა ჭამონ, ბევრი სასახლეები აიშენონ, თავიანთი მუქთახორა შვილები უცხოეთში ასწავლონ, სტომაქი ამოიყორონ, ბევრი ოქრო და ფული დააგროვონ – გვძარცვონ, გვძარცვონ და გვძარცვონ ჩვენ კოლექტიური ჯუანშერას მოპარულ მილიონებს დავსდევთ, სამშობლოს გამყიდველი ხაინდრავას ლაყაფს ვისმენთ, ვიღაც იდიოტებს პარლამენტარობის და მინისტრობის მანტიას ვასხამთ – ვუყურებთ მაძღარი ნაძირლების ველურ როკვას – სალაფავის თქვლეფას და მშიერები ნერწყვს ვყლაპავთ ერთ 2-3 წელში დავინახავთ თუ რა სიმაღლეზე იქნებიან ჩვენი მეზობლები და რა უფრსკრულში თუ ჭაობში იქნება საქართველო, ხოლო ამაში ისევ ჩვენ ვიქნებით დამნაშავე, რადგან ერთი მუჭა ავაზაკების ხროვამ ისე დაგვაშინა რომ ხმის ამოღებას ვერ ვბედავთ

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)