და ირანი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ

პაკისტანი და ირანი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯალილ აბას ჯილანმა ირანელ კოლეგასთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მეზობელ სახელმწიფოებს ერთმანეთთან კომუნიკაციის ძლიერი არხები აქვთ.
„ჩვენ ირანის მოძმე, მეგობარი და მეზობელი ქვეყნის, პაკისტანის უსაფრთხოებას, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის, ისე მთელი რეგიონის უსაფრთხოებად მივიჩნევთ“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, თეირანსა და ისლამაბადს შორის ერთობლივი „თანამშრომლობით არ დავუშვებთ, რომ ტერორისტებმა ორი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნან“.
ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის ცნობით, ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი პაკისტანს მალე ეწვევა.
შეგახსენებთ, 17-18 იანვარს ირანმა და პაკისტანმა ბელუჯისტანის სასაზღვრო რეგიონში ერთმანეთის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი: ეს არაა საკმარისი, ნაწამებია 300-400 ადამიანი, ყველა მოძალადე და ხელის დამფარებელი უნდა დაისაჯოს! ჩვენმა აქტიურობამ მიახვედრა სისტემა, რომ დაფარული დიდხანს ვეღარ დარჩებოდა დამნაშავის ვინაობა

გიორგი მელაშვილი: გიორგობა დღეს, ამ სურათზე დიდი ბოროტება უბრალოდ წარმოუდგენელია. სტუდენტების დაკავება, საკუთარი უნივერსიტეტის წინ, საკუთარი მეგობრების თვალწინ, ტროტუარზე დგომისა და სამშობლოს სიყვარულისთვის