უკრაინამ სარაკეტო დარტყმები განახორციელა ბელგოროდზე, არის მსხვერპლი

უკრაინის ჯარებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე, განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. ბოლო ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა.
გლადკოვის თქმით, ინფრასტრუქტურულ ობიექტზე დარტყმის შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა. ყველა დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
„სროლის შედეგად სერიოზულად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. გათიშეს ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის მიწოდება. სამ საცხოვრებელ კორპუსში ფანჯრები ჩაიმსხვრა, ფასადები დაზიანდა. ასევე დაზიანდა პარკირებული მანქანები“, იტყობინება გლადკოვი.
ბელგოროდის გამოცემა „პეპელი“ იუწყება, რომ დარტყმა განხორციელდა თბოელექტროსადგურზე. ის ასევე იტყობინება, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდებული რაკეტა საცხოვრებელი შენობის სახურავზე დაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?