პირნათლად ვემსახურე ქვეყანას, ვამაყობ – ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი მეორედ დატოვა

ირაკლი ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობას ტოვებს და პარტიის თავმჯდომარის პოსტს გადაიბარებს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე “გუნდთან ერთად” იმსჯელა.
“ვტოვებ პრემიერმინისტრის თანამდებობას… პრემიერის თანამდებობაზე მუშაობა მეორე ვადით ურთულეს შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე, მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს და ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივაღწიეთ.
ქართული ოცნების მმართველობის პირობებში მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა, ჯამში ყველაზე მეტ ხანს, ხუთი წელი ვიყავი პრემიერმინისტრი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთერთი უდიდესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლენება გახლავთ როტაციის პრინციპი, გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა.
მითუმეტეს, რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ, შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და ქართული ოცნება უნდა მოემზადოს ს დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.
ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.
არ დაგიმალავთ, პოლიტსაბჭოზე განვიხილეთ შესაძლებლობაც, რომ თანამდებობაზე ზაფხულში საარჩევბო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა, ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება” – თქვა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ “მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა”.
სამთავრობო TV იმედის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერმინისტრის პოსტზე შეცვლის.