ზელენსკის თქმით, მიუნხენში ირანიდან დევნილ პრინც რეზა ფეჰლევის შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ მიუნხენში ირანიდან დევნილი ტახტის მემკვიდრესა და ოპოზიციურ ფიგურას, პრინც რეზა ფეჰლევის შეხვდა.

მხარს უჭერს ირანელ ხალხს მაშინ, როცა ისინი თავიანთი მომავლისთვის იბრძვიან. ჩვენ ასევე სიმპათიას გამოვხატავთ ირანული რეჟიმის ყველა მსხვერპლის მიმართ.” – წერს ზელენსკი.

მისი თქმით ფეჰლევისთან შეხვედრის დროს ყურადღება დაეთმო “ირანში არსებულ ვითარებასა და იმ სფეროებს, სადაც ირანელ ხალხს დახმარება სჭირდებათ. განვიხილეთ ირანული რეჟიმისა და სხვა დიქტატორული რეჟიმების წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების მნიშვნელობა.”

“ჩვენ დავგმეთ რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა, კერძოდ, ირანის რეჟიმის მიერ რუსეთისთვის “შაჰედების” მიწოდება და მათ წარმოებაზე ლიცენზიების გაცემა. ასეთი პარტნიორობა რეალურ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ რეგიონსაც.” – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამას გარდა, ზელენსკის თქმით, ფეჰლევის მადლობა გადაუხადა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ