პრორექტორის ცნობით, ილიაუნი 55 პროგრამას და სტუდენტების 90%-ს კარგავს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სწავლების დარგში გიორგი გვილია აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული რეფორმით, ილიას უნივერსიტეტი პროგრამების და სტუდენტების 90%-ს დაკარგავს.
„ილიას უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს ამ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის პრაქტიკულად გაუქმებას. წარმოიდგინეთ, იმ პირობებში, როდესაც უნივერსიტეტი დღეს ახორციელებს დაახლოებით ასამდე პროგრამას ბევრი მიმართულებით და აქედან რჩება მხოლოდ პედაგოგიური და ეს ე.წ. ABET-ის აკრედიტაციის მქონე პროგრამები, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი კარგავს პროგრამების 90%-ს, შესაბამისად — სტუდენტების 90%-ს“, — განაცხადა გვილიამ.
მან ჩამოთვალა, რამდენ პროგრამაზე აღარ მოხდება სტუდენტების მიღება, თუკი ეს გადაწყვეტილება განხორციელდა:
· ფსიქოლოგია
· სოციოლოგია
· საერთაშორისო ურთიერთობები
· პოლიტიკის მეცნიერება
· ევროპისმცოდნეობა
· კავკასიის კვლევები
· თავისუფალი მეცნიერებები
· ისტორია
· ანგლისტიკა
· საფრანგეთისმცოდნეობა
· არქეოლოგია
· კინომცოდნეობა
· სახვითი ხელოვნება
· მუსიკა
· სამართალი
· ბიზნესის ადმინისტრირება
· საჯარო პოლიტიკა
· ჯანდაცვის მენეჯმენტი
· ფინანსები
· ტურიზმი
· კულტურის კვლევები
· ესპანისტიკა
· გერმანისტიკა
· ბიოლოგია
· ფიზიკა
· ეკოლოგია
· დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები
· ტყის მეცნიერებები
·
· არქიტექტურა
· რელიგიის კვლევები
· შუა საუკუნეების კვლევები
· ქართული ფილოლოგია
· ლინგვისტიკა
· ციფრული ჰუმანიტარია
· ადიქციის კვლევები
· ფსიქიკური ჯანმრთელობა
· საჯარო პოლიტიკა და სამართალი
· ლიტერატურათმცოდნეობა
· ფილოსოფია
· კომუნიკაციის, ენის და მეტყველების თერაპია
· გამოყენებითი გენეტიკა
· ბიომეცნიერებები
· გამოყენებითი ბიოტექნოლოგიები
· სურსათის მეცნიერება
· ასტრონომია
· ატმოსფეროს და ახლო კოსმოსის მეცნიერებები
· მენეჯმენტი
· მათემატიკა
· საზოგადოებასთან ურთიერთობები
· სოციალური მუშაობა
· სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია
· რომანული ფილოლოგია
· ლექსიკოგრაფია
· ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და ევრაზიის კვლევები
„სია არასრულია და ალბათ, რამდენიმე პროგრამა გამომრჩა კიდეც. რა ქვია ამას, თუ არა უნივერსიტეტის დანგრევა!“, — წერს გვილია.
„ქართულმა ოცნებამ” დღეს, 12 თებერვალს, გამოაქვეყნა მონაცემები იმის შესახებ, რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტს რომელ მიმართულებებზე ექნება სტუდენტების მიღების შესაძლებლობა.
„ოცნების” გადაწყვეტილებით:
· თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
· საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე;
· სამედიცინო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადება მედიცინის სპეციალობებზე;
· ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე;
· სოხუმის უნივერსიტეტში – აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზურ ენასა და ლიტერატურაზე, პედაგოგიკის სპეციალობებზე;
· სახელოვნებო უნივერსიტეტები სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე; ბათუმისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას;
· ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.
ამ თემაზე:
ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტი დაუტოვეს