რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარი აცხადებს, რომ ექვსი ბავშვი რუსეთსა და უკრაინაში ოჯახებს დაუბრუნდება – ის მადლობას უხდის მელანია ტრამპს

რუსეთის ბავშვთა უფლებების საკითხებში საპრეზიდენტო კომისარმა, მარია ლვოვა-ბელოვამ, 12 თებერვალს განაცხადა, რომ კიდევ ექვსი ბავშვი რუსეთსა და უკრაინაში მათ ოჯახებს დაუბრუნდება და ამის გამო მან -ის პირველ ლედის, მელანია ტრამპის მიმართ გამოხატა
მადლიერება.

ცნობას მოსკოვიდან ავრცელებს Reuters-ის სააგენტო.

მარია ლვოვა-ბელოვამ დასძინა, რომ ერთი ბავშვი რუსეთში დაბრუნდება, ხოლო ხუთი ბავშვი უკრაინაში დაუბრუნდება ოჯახებს.

-ის პირველმა ლედიმ გასული წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილი მისწერა ომის შედეგად ოჯახებისგან გამოყოფილი უკრაინელი ბავშვების მდგომარეობის შესახებ.
რუსეთს ათასობით ბავშვის გატაცებაში ადანაშაულებს, რასაც მოსკოვი უარყოფს.

ლვოვა-ბელოვამ Telegram-ის შეტყობინებების აპლიკაციაში გამოქვეყნებულ პოსტში მადლობა გადაუხადა მელანია ტრამპს „ურყევი ერთგულებისა და ბავშვების ოჯახებთან გაერთიანებაში აქტიური მონაწილეობისთვის“.

2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე – უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია