“საქმისთვის იქნება უკეთესი” – სეფაშვილი პრემიერის ცვლილებაზე

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი “ხალხის ძალის” წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდში საკადრო გადაადგილებები “საქმისთვის იქნება უკეთესი”.
ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს და ამ პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს.
როგორც ეკა სეფაშვილი ამბობს, მან სამთავრობო ცვლილებების მიზეზი არ იცის.
“მე არ ვიცი, რატომ გახდა საჭირო, მაგრამ ვფიქრობ, საქმისთვის მხოლოდ უკეთესი იქნება და ცუდი არაფერი არ იქნება”, – განაცხადა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)