პოლონეთში 21 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, 21 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შაბათს დილით, ვროცლავის ცენტრში, ორმა უცხოელმა 21 წლის მამაკაცი სახიფათო იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ სცემა.

ვროცლავის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

საქართველოს დაკავებული მოქალაქეები 23 წლამდე ახალგაზრდები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები