ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ველოსიპედს, ვისაც უნდა ათხოვებს ივანიშვილი, ხან კობახიძეს, ხან ღარიბაშვილს, ეს არ არის დემოკრატიული ქცევა. სახელი და გვარის ცვლილებით არაფერი არ იცვლება, მმართველობის ფილოსოფიაშია პრობლემა ქართული ოცნების. ისინი ხელისუფლებაში არიან ხალხის ძარცვისთვის.
თქვა სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ხელისუფლებაში დაგეგმილ საკადრო გადაადგილებასთან დაკავშირებით.
TV Imedi-ს ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარადგენენ, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.