რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა.
ცესკოს წარმომადგენლის, ნატალია ბუდარინას თქმით 60 000 ხელმოწერიდან 0.15% ბათილად გამოცხადდა, კანონმდებლობით დაშვებულია 5%-იანი ცდომილება.
ამ დროისთვის პუტინის ნდობით აღჭურვილ პირთა რაოდენობა 198 ადამიანს შეადგენს, მათ შორის არიან კულტურის მოღვაწეები, მეცნიერება და სხვა ცნობილი ადამიანები.
ერთ-ერთმა ნდობით აღჭურვილმა პირმა, მსახიობმა ვლადიმირ მაშკოვმა თქვა, რომ კანდიდატის მოწმობას პუტინს პირადად გადასცემს.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.