ე.წ. დნრ-ის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი შუბითიძეს (რუსულ მედიაში მას მოიხსენიებენ როგორც ჩუბითიძეს ან ჩუბეტიძეს) სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
რუსული მედიის ცნობით, იგი დამნაშავედ ცნეს „დაქირავებულ მოქმედებაში და დონბასში სამხედრო მოსამსახურეების მკვლელობაში”.
„სახელმწიფო ბრალდების პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ ჩუბეტიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, სასჯელის სპეციალური რეჟიმის კოლონიაში მოხდით “, – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს ხუთი რუსი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში ადანაშაულებენ, ის 2023 წელს ჩავარდა ტყვედ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქესთან, გიორგი გოგლიძესთან ერთად, რომელსაც 2025 წლის აპრილში ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ჟენევის კონვენციების თანახმად, დაქირავებული ჯარისკაცები არ ითვლებიან მეომარი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წევრებად. მათი მონაწილეობა კონფლიქტში უკანონოდ ითვლება და მათზე არ ვრცელდება კომბატანტების დაცვის მექანიზმები. თუმცა ქართველ მოხალისეებს, მათ შორის შუბითიძეს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.
2025 წლის მარტში, პროექტმა „პოლიტპატიმრების მხარდაჭერა. მემორიალი” საერთაშორისო კრიტერიუმზე დაყრდნობით, ქართველი მებრძოლები მამუკა გაწერელია, გიორგი გოგლიძე და გიორგი შუბითიძე პოლიტიკურ პატიმრებად გამოაცხადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს