კაია კალასი ყულევის პორტთან დაკავშირებულ კითხვაზე – სანქციების მე-20 პაკეტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს – ვიდრე ყველაფერი არ არის შეთანხმებული, არაფერია შეთანხმებული

კომენტარს არ გავაკეთებ კონკრეტულ წინადადებებზე, ვინაიდან, ვიდრე ყველაფერი არ არის შეთანხმებული – არაფერია შეთანხმებული , – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა.
კალასის პასუხი ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა იმასთან დაკავშირებით, მოხვდება თუ არა საქართველოში მდებარე ყულევის პორტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მე-20 პაკეტში.
“სანქციების მე-20 პაკეტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ბევრი წინადადება გავაკეთეთ და ასევე, მოველი, რომ “დიდ შვიდეულში” გვექნება საუბარი საზღვაო სერვისების აკრძალვაზე.
ასე რომ, კომენტარს არ გავაკეთებ კონკრეტულ წინადადებებზე, ვინაიდან, ვიდრე ყველაფერი არ არის შეთანხმებული – არაფერია შეთანხმებული”, – განაცხადა კალასმა.
შეგახსენებთ, Sky News-მა და რამდენიმე საერთაშორისო გამოცემამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს. გავრცელებული ცნობით, ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც ენერგეტიკის, ფინანსური მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებს მოიცავს. პაკეტი მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, კერძოდ, საუბარია საქართველოში ყულევის და ინდონეზიაში კარიმუნის პორტებზე. ასევე, ევროკავშირის სანქციების პაკეტში დამატებით რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 42 ნავთობტანკერი შევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას