საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს, სპეკულაციას უწოდებს.
მისი თქმით, „ასეთი სპეკულაცია ბევრჯერ ყოფილა“.
„სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან, ასევე, უპასუხა კითხვას, რატომ აღარ ჩანს ბიძინა ივანიშვილი და ჰქონდა თუ არა მას კომუნიკაცია პარტიის რომელიმე ლიდერთან ბოლო პერიოდში.
პაპუაშვილმა თქვა, რომ ამ თემით არ დაინტერესებულა.
„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, რათა აქტიურად იყოს ჩართული პარტიულ საქმიანობაში და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.