ბრიუსელი უნგრეთის ეკონომიკას დარტყმის მიყენებით ემუქრება, თუ ვიქტორ ორბანი უკრაინის დახმარებას ვეტოს დაადებს

ევროკავშირი მზად არის, დარტყმა მიაყენოს უნგრეთის ეკონომიკას, თუ ბუდაპეშტი, 1-ელ თებერვალს დაგეგმილ სამიტზე ვეტოს დაადებს უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, – ამის შესახებ გამოცემა The Financial Times-ი წერს.
„ბრიუსელმა შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს უნგრეთის ეკონომიკის სისუსტეებისთვის მიზანმიმართული დარტყმის მიყენებას, მისი ვალუტის შერყევას და ინვესტორების ნდობის მოშლას სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის შემცირების მიზნით, თუ ბუდაპეშტი უარს ს დახმარებაზე ვეტო-ს მოხსნაზე“, – წერს გამოცემა ევროკავშირში შემუშავებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თუ ბუდაპეშტი უკან არ დაიხევს, ევროკავშირის სხვა ლიდერებს მოუწევთ საჯაროდ განაცხადონ, რომ მას ევროკავშირის დაფინანსებას შეუწყვეტენ.
შეგახსენებთ, 2023 წლის 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის 2024-2027 წლების ბიუჯეტშ ცვლილებები დაბლოკა, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!