ქეთი ქურდოვანიძე: თათქარიძეობა გრძელდება

“ჰაგიოგრაფია არ არის მხატვრული ლიტერატურა, ეს არის, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, პიარტექსტები, რომლებიც მიზნად ისახავს ამა თუ იმ იდეის, პიროვნების, პოლიტიკური პლატფორმისა თუ ინსტიტუციის პოპულარიზაციას. ამიტომ სკოლაში ტექსტები კი არ უნდა ვასწავლოთ, არამედ კონტექსტი. ქართულისა და ისტორიის სკოლაში სწავლების საკითხი წამოჭრა Eka Kvesitadze– მ თავის გადაცემაში, რომელშიც გაიმართა მწვავე დისკუსია, მათ შორის ჰაგიოგრაფიული ტესტების თაობაზეც. როგორც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლები გვიყურებენ და გვისმენენ, ამიტომ სასწრაფოდ შეფუცხუნდნენ და შექმნეს კომისია, რომელსაც ამ საკითხების მოგვარება დაევალა. მინისტრის მრჩევალმა და პედაგოგმა გია მურღულიამ ინტერვიუც კი მისცა იმედის ტელევიზიას. ჰოდა, რა მოვისმინეთ. მურღულიამ ბრძანა, რომ სკოლაში ყველაფერი არ უნდა ისწავლებოდესო ( ეს მართალია), მაგრამ აქვე დასძინა, რომ სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ბიბლია, ბერძნული მითოლოგია, ფოლკლორი და ა.შ. ( ეს სისულელეა), მან თქვა, რომ დაზეპირება არ არის სავალდებულო ( ეს მართებულია), მაგრამ აქვე თქვა, რომ ის მომხრეა დაზეპირების, რადგან ეს ბევრ უნარს ავითარებს ( ეს სისულელეა) და ა.შ. მოკლედ, ასეთი ურთიერთგამომრიცხავი დომხალი მოვისმინეთ განათლების მინისტრის მრჩევლის ბაგეთაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ განათლების სამინისტროს წარმოდგენა არა აქვს, რა უნდა გააკეთოს. თუ რა შედეგი მოჰყვება ცრუ საქმიანობას, ამას ილიამ მთელი მოთხრობა მიუძღვნა. თათქარიძეობა გრძელდება”,  – წერს სოციაურ ქსელში ჟურნალისტი და  ლიტერატურათმცოდნე, .

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს