მონა ლიზას წვნიანი შეასხეს

მომიტინგეებმა პარიზში, ლუვრის მუზეუმში, ლეონარდო და ვინჩის მე-16 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს, მონა ლიზას ნახატს წვნიანი შეასხეს.
ნახატს ტყვიაგაუმტარი მინა იცავს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაზიანებულიყო.
ფაქტის ამსახველ ვიდეოში ჩანს იყო ორი მომიტინგე, რომლებიც ითხოვენ „ჯანსაღი და მდგრადი საკვების“ უფლებას და ამბობენ: „ჩვენი სოფლის მეურნეობის სისტემა ავადაა“.
საფრანგეთის დედაქალაქში ბოლო დღეებში ფერმერების საპროტესტო აქციები იმართება, რომლებიც საწვავის გაიაფებას და რეგულაციების გამარტივებას მოითხოვდნენ. პარასკევს მათ გადაკეტეს ძირითადი გზები პარიზში და მის გარეთ.
მონა ლიზას დამცავი მინა 1950-იანი წლების შემდეგ იცავს, როდესაც მას ვიზიტორმა მჟავა შეასხა და დააზიანა.
2022 წელს აქტივისტმა ნახატს ნამცხვარი ესროლა და ხალხს მოუწოდა „დედამიწაზე ეფიქრათ“.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს