საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან თოვლში ჩარჩენილი მანქანებიდან 90-მდე ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს. 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება უხვნი ნალექის გამო გზას ვეღარ აგრძელებდა.
“ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქის უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
უწყების დაზუსტებით, ამ დროისთვის, თოვლიდან გამოყვანილთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.